FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  10

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა.
1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. მას აქვს აგრეთვე უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. # # # # # # # 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
3. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარებს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  10

5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.