Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული განათლების შესახებ article 11 სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისას გამოიყენება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია პრაქტიკით ან სტაჟირებით, აგრეთვე სასწავლო საწარმოში სწავლისას. 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევა შესაძლებელია იმიტირებულ სამუშაო გარემოში − საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესსა და პირობებს სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა. 5. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება. |