Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 68 ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის უფლებები. 1. ლტოლვილს, დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს: ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმის (სტატუსის), აგრეთვე აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ბ) მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ ცნობა; გ) თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, გამონაკლისი შემთხვევებისა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; ე) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში; ვ) წერილობითი მოთხოვნისა და ბინადრობის მოწმობის წარდგენის თვის მომდევნო თვიდან მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა; ზ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მისაღებად მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 68 თ) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში (გარდა წარმოშობის ქვეყნისა) ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებითა და სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; მ) ისარგებლოს ოჯახის გაერთიანების უფლებით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 68 პ) სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიბრუნოს სამინისტროსთვის ჩაბარებული სამგზავრო დოკუმენტი/სამგზავრო პასპორტი. 2. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლტოლვილზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა 3 წლის ვადით და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი. 3. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა მისი სტატუსის მოქმედების ვადით და სამგზავრო პასპორტი. 4. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და სამგზავრო პასპორტის ფორმებსა და გაცემის წესებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. |