Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 4 უმაღლესი საბჭოს ჯილდოები. ა) უმაღლესი საბჭოს ორდენი; ბ) უმაღლესი საბჭოს მედალი; გ) უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი. 2. უმაღლესი საბჭოს ორდენით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, უმაღლესი საბჭოს, როგორც ინსტიტუციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 3. უმაღლესი საბჭოს მედლით ჯილდოვდება უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 4. უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლეს საბჭოში არანაკლებ 20-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის. 5. უმაღლესი საბჭოს ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო უმაღლესი საბჭოს მედლით ან უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 6. უმაღლესი საბჭოს ორდენით, უმაღლესი საბჭოს მედლითა და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესს და ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ორდენის, უმაღლესი საბჭოს მედლისა და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. |