Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 15 ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა. 1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით. 2. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით. 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ: ა) გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად ან მასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოსაძიებლად; ბ) არსებობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორისტული საქმიანობის რეალური რისკი; გ) საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე ან უახლოეს მომავალში მკაფიოდ იდენტიფიცირებადი საფრთხე; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 15 დ) გარკვეულ ვითარებაში კონკრეტული დანაშაულის გამოძიება (კერძოდ, პასუხისმგებელ პირთა დადგენა) ან/და პრევენცია მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვებითაა შესაძლებელი. 4. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს საკმარისი ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ ფაქტებისა და რისკების დასადასტურებლად. 5. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასაგრძელებლად საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს. იგი ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 48 საათის ვადაში. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 15 6. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების დასაბუთებას (შესაბამისი საფუძვლისა და კონკრეტული ინფორმაციის/მტკიცებულებების მითითებით); ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ფარგლებს (ამ მონაცემების კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად); გ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ვადას. 7. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამოწმებს შესაბამისი მოთხოვნის პროპორციულობას, ანუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება შუამდგომლობაში მითითებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 15 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნები. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, წარმოდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები არ ადასტურებს შესაბამის მოთხოვნას, შუამდგომლობა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან შუამდგომლობის წარდგენის ფორმალური მოთხოვნები შესრულებული არ არის, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. დაუშვებელია აღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა, იმავე საფუძვლით წარდგენა, თუ მოსამართლემ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 15 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ინფორმაციის შენახვის ვადის შუამდგომლობაში მოთხოვნილი ან უფრო მცირე ვადით გაგრძელების შესახებ. მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინფორმაციის შუამდგომლობით განსაზღვრულ ან უფრო მცირე ფარგლებში შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ (ინფორმაციის კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად). 10. ამ მუხლით განსაზღვრული მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელება ვრცელდება მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციაზე და არ ეხება მოსაპოვებელ ინფორმაციას. 11. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსგან გამოთხოვა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლითა და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლით დადგენილი წესით. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 15 12. სააგენტო ქმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის ავტომატურად მიწოდებას. |