Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პოლიციის შესახებ article 391 სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციელის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა. 1. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და პოლიციელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება პოლიციელის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით პოლიციელის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. პოლიციელის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1-წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პოლიციელის გადაყვანა დასაშვებია, თუ პოლიციელს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემდეგ პოლიციელი ბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი ინიშნება მის შესაბამის, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე. თუ აღნიშნული პოლიციელი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. |
პოლიციის შესახებ article 391 4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციელის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გადაყვანის გარდა, პოლიციელის სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |