Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 207 სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი დოკუმენტებისა და ნივთების შემოტანა: ა) საჯარო დაწესებულებისთვის უსასყიდლოდ გამოგზავნილი დოკუმენტი; ბ) უსასყიდლოდ გავრცელებისთვის განკუთვნილი უცხო ქვეყნის მთავრობის ან ოფიციალური საერთაშორისო ორგანოს პუბლიკაცია; გ) არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენი, რომლის შემოტანა უცხო ქვეყნის დაწესებულების/ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული; დ) სასამართლოსთვის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებისთვის მტკიცებულების სახით ან მსგავსი მიზნით წარსადგენი ნივთი; ე) სახელმწიფო ან საბანკო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში გამოგზავნილი ხელმოწერის ნიმუში ან ხელმოწერასთან დაკავშირებული ნაბეჭდი ცირკულარი; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ბეჭდური მასალა; ზ) უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის ან ხელმომწერისთვის გამოგზავნილი, ამავე კომპანიის მიერ მომზადებული მოხსენება, ანგარიში, შენიშვნა, პროსპექტი, განაცხადის ფორმა ან სხვა დოკუმენტი; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 207 თ) ადრესატისთვის უსასყიდლოდ გაგზავნილი ინფორმაციის გადასაცემად გამოსაყენებელი ინფორმაციის მატარებელი (პერფორირებული ბარათი, ხმის ჩანაწერი, მიკროფირი და სხვა), თუ ეს შეღავათი არ იქნება ბოროტად გამოყენებული ან ამ შეღავათით კონკურენციის წესები არ დაირღვევა; ი) საერთაშორისო შეხვედრაზე, კონფერენციაზე ან კონგრესზე გამოყენებისთვის განკუთვნილი ფაილი, არქივი, ნაბეჭდი ბლანკი ან მსგავსი დოკუმენტი, აღნიშნული შეკრების შესახებ მომზადებული ანგარიში; კ) უცხო ქვეყანაში შეკვეთის მისაღებად ან შესასრულებლად ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოტანილი გეგმა, ტექნიკური ნახაზი, სქემა, აღწერილობა ან მსგავსი დოკუმენტი; ლ) უცხო ქვეყანაში დაფუძნებული დაწესებულების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩატარებულ გამოცდაში გამოსაყენებელი დოკუმენტი; მ) საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის საერთაშორისო გადაადგილებისას ოფიციალურ დოკუმენტად გამოსაყენებელი ნაბეჭდი ბლანკი; ნ) უცხო ქვეყნის სატრანსპორტო კომპანიის ან სასტუმრო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული ტურისტული სააგენტოსთვის გამოგზავნილი ნაბეჭდი ბლანკი, ეტიკეტი, ბილეთი ან მსგავსი დოკუმენტი; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 207 ო) გამოყენებული ნაბეჭდი ბლანკი ან ბილეთი, კონოსამენტი, ზედნადები ან სხვა სამეწარმეო დოკუმენტი ან ოფისისთვის განკუთვნილი დოკუმენტი; პ) უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ნაბეჭდი ბლანკი; უცხო ქვეყნის ასოციაციის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე შესაბამისი ასოციაციისთვის გასავრცელებლად გამოგზავნილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბეჭდური მასალა; ჟ) საინფორმაციო სააგენტოსთვის ან გაზეთის ან ჟურნალის გამომცემლობისთვის გამოგზავნილი ფოტოსურათი, დიაპოზიტივი ან ფოტოსურათისთვის სტანდარტული პასპარტუ (წარწერით ან წარწერის გარეშე); რ) უცხო ქვეყანაში გადასახდელის გადახდის ფაქტის დამადასტურებელი საგადასახადო ან მსგავსი დანიშნულების მარკა. |