Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაზისა და ღვინის შესახებ article 31 ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირების წესი. 1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირება სავალდებულოა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ყველა სავალდებულო ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას შეიძლება დაემატოს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ნებადართული ინფორმაცია. 3. საქართველოში წარმოებული ან საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) პროდუქტის დასახელება; ბ) პროდუქტის ნომინალური მოცულობა; გ) პროდუქტის ფაქტობრივი სპირტშემცველობა; დ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, აგრეთვე აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლოს სააგენტოს მიერ დამტკიცებულმა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანმა ან აბრევიატურამ; ე) სპეციალური ღვინის შემთხვევაში – შესაბამისი კატეგორიის დასახელება; ვ) პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება; |
ვაზისა და ღვინის შესახებ article 31 ზ) პროდუქტის მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ჩამომსხმელის დასახელება და მისამართი, თუ პროდუქტის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმლის შემთხვევაში – იმპორტიორის დასახელება და მისამართი; თ) ლოტის ნომერი; ი) აღნიშვნა „შეიცავს სულფიტებს“, თუ 1 ლიტრ პროდუქტში სულფიტების შემცველობა 10 მილიგრამს აღემატება. 4. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება და აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ თანამიმდევრულად უნდა იყოს მითითებული. 5. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, მისი განთავსების ფორმის, ზომისა და ადგილის გათვალისწინებით, მომხმარებელი ალკოჰოლიანი სასმელის კატეგორიასთან დაკავშირებით შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს. |