FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  69

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები.
1. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე. # # # 2. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი.
3. სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უფლების რეალიზებისთვის ამ კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
4. მართლმსაჯულებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი გარანტიები:
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  69

ა) ბავშვისთვის ინფორმაციის, კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ადაპტირებული ფორმით ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სატელეფონო ცხელი ხაზის, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური მედიის სხვა საშუალებების გამოყენებით;
    ბ) ბავშვზე მორგებული პროცედურები და მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის, ადმინისტრაციული საჩივრისა და განცხადების, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებზე სასამართლოსთვის წარსადგენი სარჩელისა და განცხადების ადაპტირებული ფორმები და კომუნიკაციის საშუალებები;
    გ) ბავშვის უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    დ) ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების ბავშვზე მორგებული პროცედურით აღსრულება;
    ე) ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის ქმედების ან გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით ან/და სასამართლო წესით გასაჩივრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადაპტირებული მექანიზმები და პროცედურები;
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  69

ვ) ბავშვის პერსონალური მონაცემებისა და ოჯახური ცხოვრების დაცვა ადმინისტრაციული წარმოებისა და სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე.
5. ამ თავის დებულებები ვრცელდება ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებებზე, მათ შორის, საოჯახო დავებზე. სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოება წესრიგდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით.