Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საპატენტო კანონი article 77 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე. 2. ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვალოს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და 1992 წლის 15 მარტის # 303 დადგენილებები. 21. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულება „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების თაობაზე. 4. საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს „საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის №451 ბრძანებულების ამ კანონთან შესაბამისობა. 5. საქპატენტმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) (ამოღებულია); ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები. 6. საქპატენტმა გამოსცეს დებულება პატენტრწმუნებულის შესახებ. |
საქართველოს საპატენტო კანონი article 77 7. საქპატენტის თავმჯდომარემ გამოსცეს ინსტრუქცია „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. |