Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 35 კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმის ხანგრძლივობა და დასრულება. 1. რეზოლუციის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეს ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 12 თვით. რეზოლუციის რეჟიმის ვადის გაგრძელების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს მისი გაგრძელების საფუძველი. ეს გადაწყვეტილება კონფიდენციალურობის წესების დაცვით უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმი დასრულდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში; ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში; გ) კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში. 3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში ამ კანონის 37-12 მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება ამ თავის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 4. ეს მუხლი არ ვრცელდება დროებით ბანკზე. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 .2001 წ ., მუხ .125 |