FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

article  10

ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში, ფინანსური გირავნობის საგნის გაზრდა, შემცირება და ჩანაცვლება.
1. უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოყენების უფლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    ა) მოგირავნე ვალდებულია ჩაანაცვლოს პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნით არაუგვიანეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების დღისა;
    ბ) მოგირავნეს შეუძლია უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადის ბოლო დღეს განახორციელოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის გადაცემა ან, თუ ამას უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს, გაქვითოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის ღირებულება უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების მიმართ.
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

article  10

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი მიიჩნევა იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულად, რომლის საფუძველზედაც იქნა პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი მიწოდებული, და ის განიხილება, როგორც პირველადი ფინანსური გირავნობის საგანი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4. ამ მუხლის შესაბამისად მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენება არ იწვევს მოგირავნის უფლების გაუქმებას ან სხვაგვარად შეწყვეტას ან ხელს არ უშლის მის აღსრულებას იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საგნის მიმართ, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად იქნა გადაცემული.
5. თუ გირავნობა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე ამოქმედდა, აღნიშნული ვალდებულების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბოლოო ურთიერთგაქვითვა.
6. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ ფინანსური გირავნობის საგანი საკრედიტო მოთხოვნებია.
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

article  10

7. ფინანსური გირავნობის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ღირებულების ცვლილების შემთხვევაში ხორციელდება ფინანსური გირავნობის საგნის შესაბამისი გაზრდა ან შემცირება, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
8. დამგირავებელმა ფინანსური გირავნობის საგანი შეიძლება ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების სხვა საგნით, პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
9. დამგირავებლის უფლება, გაზარდოს, შეამციროს ან ჩაანაცვლოს ფინანსური გირავნობის საგანი, არ ზღუდავს მოგირავნის უფლებას, ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

article  10

10. ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ან ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოგირავნე ვალდებულია საკრედიტო მოთხოვნების გირავნობის შემთხვევაში დამგირავებელს დაუბრუნოს დაგირავებული საკრედიტო მოთხოვნები, ფულადი სახსრების გირავნობის შემთხვევაში − იმავე ოდენობის ფულადი სახსრები იმავე ვალუტით, ხოლო ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში − ეკვივალენტური ფინანსური ინსტრუმენტები. 11. ფინანსური გირავნობის საგნის ამ მუხლის შესაბამისად გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება არ იწვევს ახალი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებას.