Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ article 14 ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებენ სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების დამზადების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევისათვის. მუხლი 14-1. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მისაღები/გამოსაცემი სამართლებრივი აქტები 2015 წლის 1 იანვრამდე მიღებულ/გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სისხლის კომპონენტების, პრეპარატების, სისხლშემცვლელებისა და საკონსერვაციო ხსნარების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“. |