Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 61 სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. 1. სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით სესხის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. 2. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია: ა) საბანკო გარანტია, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), რომლითაც პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; გ) საკუთარი ან მესამე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან/და იპოთეკით დატვირთვა. 3. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ირჩევს სესხის გამცემი. |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 61 4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობის შემთხვევაში სესხის გამცემი უფლებამოსილია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად გამოიყენოს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. 5. სესხის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომლის თანახმადაც სესხის მიმღებს სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო. |