FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  100

საკანონმდებლო წინადადება.
1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისთვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის სახით ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე საკანონმდებლო წინადადების ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  100

4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც მას ერთიანი საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით გადასცემს ყველა პარლამენტის წევრს. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია საკანონმდებლო წინადადების მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში მასზე დაყრდნობით პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება.
5. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი პარლამენტის წევრის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად პარლამენტისთვის შესაბამისი კანონპროექტის წარდგენამდე.