FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  34

ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები.
1. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია:
    ა) შეასრულოს ამ კანონითა და შესაბამისი ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;
    ბ) ჰქონდეს აღრიცხვის მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია შესაბამის ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვა;
    გ) დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებითა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნები;
    დ) შეასრულოს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული საოპერაციო ინსტრუქციები, მათ შორის, დისპეტჩერიზაციასთან, ელექტროენერგიის დაბალანსებასთან, სისტემაში ავარიულ მდგომარეობასა და დამხმარე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მითითებები;
    ე) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნები;
    ვ) ელექტროენერგიის ბაზარზე მონაწილეობისას დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, მათ შორის, სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  34

ზ) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობა, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ამ ვალდებულების შესრულება საზედამხედველო შემოწმებას ექვემდებარება;
    თ) მოთხოვნის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;
    ი) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის იმ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება რეზერვის მიზნებისთვის და დამხმარე მომსახურების გასაწევად, აგრეთვე ელექტროენერგიის ნაკადების ტრანსპორტირებისთვის, ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის;
    კ) ქსელის წესებით დადგენილი წესებითა და პირობებით გაითვალისწინოს სათანადო გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციები ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის დანადგარებისა და აღჭურვილობის შეცვლის შესახებ;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  34

ლ) საოპერაციო და სისტემის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ან/და გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმის შესაბამისად, მოუაროს და გააუმჯობესოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ის დანადგარები და აღჭურვილობა, რომლებიც აგრეთვე გამოიყენება ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის. ამ ვალდებულების შესრულება საზედამხედველო შემოწმებას ექვემდებარება.
2. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც 100-კილოვატიანი ან მეტი ნომინალური სიმძლავრის მქონე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ოპერირებას ახორციელებს, ვალდებულია შეინახოს და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად სათანადო სახელმწიფო ორგანოებისთვის, სისტემის ოპერატორისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საათობრივი მონაცემები, რომლებიც საჭიროა სადისპეტჩერო საოპერაციო გადაწყვეტილებებისა და ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, ურთიერთდამაკავშირებლების აუქციონებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების მონაწილეთა მიერ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან  (მათ შორის, ფასის შეთავაზებასთან)  დაკავშირებული ქმედებების გადასამოწმებლად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  34

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიის წარმოების ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარანტირებული რეზერვების შესახებ მონაცემებს, მათ შორის, ფასების შეთავაზებისა და ელექტროენერგიის წარმოების თითოეული ობიექტის დონეზე ელექტროენერგიის წარმოების დროს გარანტირებული რეზერვების განაწილების შესახებ.
4. კომისია ზედამხედველობას უწევს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ცალკეულ ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და სხვა ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს მოსთხოვოს აღნიშნული პრინციპების შესასრულებლად სპეციალური ზომების მიღება.
5. ელექტროენერგიის თითოეული მწარმოებელი ვალდებულია სათანადო ფორმით მოამზადოს და გამოაქვეყნოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების პროგრამა და წლიური ანგარიში ამ ღონისძიებების განხორციელების შედეგების შესახებ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  34

6. თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ელექტროენერგიის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, იგი უფლებამოსილია ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ელექტროენერგიის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს.
7. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტებით შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული მოთხოვნები ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუზღუდავად.