Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული განათლების შესახებ article 9 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. 1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა კრედიტებით უნდა იყოს გაანგარიშებული. 3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უნდა მოიცავდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებს. 4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო. 5. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულმა პირმა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი/მხოლოდ ის მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვთ. 6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული მომზადების პროგრამა/ პროფესიული გადამზადების პროგრამა/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც დისტანციურად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად ხორციელდება. |