Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 ზ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეცვლის შესახებ; თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ან სასამართლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში), ამასთანავე, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის, აგრეთვე ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 ი) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობა; კ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა; ლ) მიმღებ ცენტრში განთავსების შემთხვევაში დაემორჩილოს მიმღები ცენტრის შინაგანაწესს; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 მ) ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; ნ) სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს; ბ) არ დატოვოს საქართველო თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში, მათ შორის, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას; გ) შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, მტკიცებულება და ხელმისაწვდომი დოკუმენტის დედანი და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან, აგრეთვე სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზები; დ) თქვას სიმართლე და ითანამშრომლოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა შესაბამისი გარემოების სრულყოფილად დასადგენად; ე) განმარტოს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას გამოვლენილი შეუსაბამობა; ვ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს და ჩააბაროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტები (მათი არსებობის შემთხვევაში); |