FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  25

საზოგადოების მონაწილეობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში.
1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესი საჯაროა. საზოგადოებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში.
2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, გეგმის პროექტს განიხილავს ტერიტორიული პრინციპით შექმნილი სააუზო მართვის შესაბამისი საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ და „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
3. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოები წარმოადგენენ სამინისტროსთან არსებულ სათათბირო ორგანოებს, რომელთა მიზანია, შესაბამისი სააუზო უბნის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სუბიექტების თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  25

4. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური ორგანოების (მათი ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) თანამშრომლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე შესაბამისი მდინარის სააუზო უბნის ტერიტორიაზე ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები, ჰიდროენერგოგენერაციის კომპანიები და ა.შ.) წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის რესურსების მდგომარეობაზე, მსხვილი წყალმომხმარებლები, წყალმომხმარებელთა ასოციაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
6. სამინისტრო უზრუნველყოფს მდინარის აუზთან/სააუზო უბანთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას, მოსაზრებების მიღების მიზნით მისი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.
7. სამინისტრო ვალდებულია:
    ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:
წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  25

ა.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შექმნისთვის, განახლებისთვის საჭირო განრიგი და სამუშაო პროგრამა იმ საკითხებზე მითითებით, რომლებზედაც გაიმართება საჯარო განხილვა; ა.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის წესი და მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტი;
    ბ) უზრუნველყოს: ბ.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებისას გამოყენებული ძირითადი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მოთხოვნის საფუძველზე); ბ.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის მოწყობა.
8. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ, სამინისტრო უზრუნველყოფს გეგმის პროექტისთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის III თავის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) შესაბამისად.
წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  25

9. ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის განახლებულ გეგმაზედაც. განახლებული გეგმა აგრეთვე უნდა მოიცავდეს იმ ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას, რომლებიც განსაზღვრული იყო წინა გეგმით, თუმცა არ განხორციელებულა, ასევე ცვლილებებისა და დამატებების მოკლე აღწერას, პროგრესის შეფასებას გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით, მათ შორის, მონიტორინგის შედეგებს წინა გეგმის პერიოდისთვის (რუკის სახით) და იმ შემთხვევების ახსნა-განმარტებას, როცა გეგმით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდა.