Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 12 ქარსაფარი ზოლის მოვლა. 1. ქარსაფარი ზოლის მოვლა გულისხმობს უპირატესად ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის მიერ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა უმთავრესი მიზანია მერქნიანი მცენარეების (ხეების) ფუნქციის შენარჩუნება და გაუმჯობესება. 2. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ხნოვანებითი სტრუქტურისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მათი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოვლით ჭრას, სანიტარიულ ჭრასა და სარეკონსტრუქციო ჭრას, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების (ხეების) სხვლა-ფორმირებასა და ამოღება-გაშენებას. |