Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 11 პრიორიტეტი. 1. სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. 2. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე შეიძლება დადგინდეს პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღით (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა. 3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციით განსაზღვრულ ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენაზე წარდგენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ ამ დღიდან შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 6 თვისა. საგამოფენო პრიორიტეტი და საკონვენციო პრიორიტეტი ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს. |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 11 4. განმცხადებელი, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს ამის შესახებ „საქპატენტს“ და განაცხადის შეტანიდან 3 თვის ვადაში წარადგინოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთები. 5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური გადაიხდება განაცხადის „საქპატენტში“ შეტანიდან ერთი თვის ვადაში. 51. განაცხადში მითითებულ სხვადასხვა საქონელს შეიძლება სხვადასხვა პრიორიტეტი დაუდგინდეს. 6. თუ რამდენიმე სასაქონლო ნიშანს დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, უპირატესობა ენიჭება სასაქონლო ნიშანს, რომლის ფაქტობრივი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დაიწყო. |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 11 მუხლი 11-1. საქონლის მითითება და კლასიფიკაცია 1. საქონელი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, კლასიფიცირებული უნდა იქნეს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით. 2. განაცხადში საქონელი უნდა მიეთითოს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ნიშნისთვის მოთხოვნილი დაცვის ფარგლების ზუსტად და ცხადად განსაზღვრა. 3. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებები (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელება) შეიძლება მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ეს დასახელებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას. 4. თუ განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანია ან/და ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. 5. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელების) მითითებისას განაცხადში მოცემული საქონლის ჩამონათვალის ფარგლები განისაზღვრება ამ დასახელებების პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით. სასაქონლო ნიშნისთვის საქონლის ზოგადი დასახელებებით მოთხოვნილი დაცვა არ ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ამ დასახელებების შინაარსი არ მოიცავს. 6. თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა მოითხოვება საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთზე მეტ კლასში შემავალი საქონლისთვის, განაცხადში სათანადო საქონელი უნდა დაჯგუფდეს კლასების მიხედვით და უნდა მიეთითოს შესაბამისი კლასის ნომერი. 7. საქონელი არ შეიძლება მსგავსად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთსა და იმავე კლასში. ამასთანავე, საქონელი არ შეიძლება განსხვავებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში. |