FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

წიაღის შესახებ

article  22

წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები.
1. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანას წარმოადგენს წიაღის კომპლექსური და რაციონალური გამოყენება, წიაღისა და გარემოს დაცვა, აგრეთვე, წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირება, სასარგებლო წიაღისეულის ბაზის შექმნა.
2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესრულების მიზნით ხდება: სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მოპოვების დასაშვები ოდენობის დადგენა; სასარგებლო წიაღისეულის ნედლეულის ბაზის განვითარება; ისეთი უბნების განსაზღვრა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის; წიაღით სარგებლობის ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა; წიაღის შესწავლისა და დაცვის, მისი რესურსების კომპლექსურად და რაციონალურად გამოყენების, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების სფეროში სტანდარტებისა და ნორმების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.