FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  0

დ) განმცხადებელი − გაერთიანება, აუცილებლობის შემთხვევაში − სახელმწიფო უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას; ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის ერთადერთი მწარმოებელი, რომლის წარმოების გეოგრაფიული არეალის მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ არეალის მეზობელი ტერიტორიის მახასიათებლებისგან ან რომლის მახასიათებლები განსხვავდება აღნიშნული არეალის მოსაზღვრე გეოგრაფიულ არეალში წარმოებული საქონლის მახასიათებლებისგან; თუ უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცულია, როგორც კოლექტიური ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშანი, − ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი;
    ე) გაერთიანება − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დასაცავ/დაცულ საქონელთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ საქონლის მწარმოებელთა ან/და გადამამუშავებელთა ნებისმიერი გაერთიანება ან/და სხვა პირთა გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
    ვ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები − საბოლოო საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით;
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  0

ზ) გვარეობითი ცნება − საქონლის დასახელება, რომელიც, იმ ადგილთან, რეგიონთან ან ქვეყანასთან კავშირის მიუხედავად, სადაც ეს საქონელი თავდაპირველად იწარმოებოდა ან იყიდებოდა, საქართველოში ამ საქონლის საერთო დასახელებად იქცა;
    თ) სახელმწიფო კონტროლი − კომპეტენტური უწყების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად განხორციელებული ქმედება, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ ან/და ბაზარზე განთავსებულ საქონელზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი;
    ი) კომპეტენტური უწყება − სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება;
    კ) მაკონტროლებელი ორგანო − საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული და კომპეტენტური უწყების მიერ ავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აღნიშნული უწყების მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად;
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  0

ლ) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება − პროცედურების ერთობლიობა, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები;
    მ) საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი) − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას;
    ნ) წარმოების ეტაპი − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების, გადამუშავების ან დამზადების ნებისმიერი ეტაპი;
    ო) მიკვლევადობა − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის, მასში გამოსაყენებელი ნებისმიერი ნივთიერებისა და ინგრედიენტის, აგრეთვე ამ საქონლის ტარის შესახებ მონაცემების (ინფორმაციის) დადგენის შესაძლებლობა წარმოების ეტაპსა და დისტრიბუციის ეტაპზე;
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  0

პ) მიკვლევადობის ნიშანი − საქონლის პარტიაზე/ლოტზე განთავსებული ნიშანი, რომელიც იძლევა ამ საქონლის მწარმოებლისა და აღნიშნული პარტიის/ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას. თუ, საქონლის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიკვლევადობის ნიშნის უშუალოდ საქონელზე განთავსება შეუძლებელია, იგი შეიძლება მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონლის ეტიკეტზე განთავსდეს;
    ჟ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლო (შემდგომ − ოფიციალური სიმბოლო) − ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული სიმბოლო, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე მიანიშნებს;
    რ) საბოლოო საქონელი − საქონელი, რომელმაც წარმოების ყველა ეტაპი გაიარა და მზად არის სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად ან ჩართულია სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებულია ბაზარზე;
    ს) აუდიტი − კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოს სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ტარდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობა და მისი შედეგები შესასრულებელ ამოცანებს, ეფექტიანად შესრულდა თუ არა ეს ამოცანები და რამდენად მიიღწევა დასახული მიზნები მათი შესრულებით;
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  0

ტ) ოპერატორი − პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება საქონლის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;
    უ) სურსათი − ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი მოიცავს აგრეთვე ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველს (გარდა იმ ცხოველისა, რომელიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად), მცენარეს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოსა და მის პროდუქტს, ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, კოსმეტიკურ საშუალებას, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  0

ეს კანონი აწესრიგებს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  0

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) საქპატენტი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ − ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო;
    ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საქპატენტის მიერ რეგისტრირებული და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა;
    გ) განაცხადი − საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი ან საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი;