Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 35 საჰაერო ხომალდის მეთაური. 1. საჰაერო ხომალდის მეთაური არის პილოტი, რომელიც ფრენის შესრულების დროს პასუხს აგებს საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის. 2. საჰაერო ხომალდის მეთაურს უნდა ჰქონდეს პილოტის სერტიფიკატი, აგრეთვე – კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დამოუკიდებელი მართვისა და ეკიპაჟის ხელმძღვანელობისათვის საჭირო მომზადება და გამოცდილება საავიაციო წესების შესაბამისად. 3. ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეთაურის განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოა ხომალდზე მყოფი ყველა პირისათვის. 4. საჰაერო ხომალდის იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, მისი მეთაური, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, ხელმძღვანელობს ხომალდზე მყოფ პირთა მოქმედებას. 5. ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ შემმოწმებელს, რომელსაც აქვს პილოტი–ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და იკავებს პილოტის ადგილს, ენიჭება ეკიპაჟის მეთაურის უფლებამოსილება. |