Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პოლიციის შესახებ article 371 სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტისა და დასაქმებული პირის შემოწმება. 1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი (შემდგომ − კანდიდატი) და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ − დასაქმებული პირი), ექვემდებარებიან შემოწმებას. ამ შემოწმების განხორციელების წესს ადგენს მინისტრი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების მიზანია კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის სამინისტროს მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან/ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის ხელის შემშლელი გარემოებების გამოვლენა. |