Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 52 სამხედრო სამსახურის სტაჟი. 1. სამხედრო სამსახურის სტაჟი (ნამსახურობის კალენდარული წლები) მოიცავს: ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, გარდა აქტიურ სარეზერვო სამსახურში არსებულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდისა; ბ) სამხედრო ან სასწავლო შეკრებაზე ყოფნის პერიოდს; გ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი), აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; დ) 1991 წლის 21 დეკემბრამდე სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს; ე) სამხედრო სამსახურის იმ უწყებებში (ორგანიზაციებში) გავლის პერიოდს, რომლებში სამსახურის გავლაც საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო სამსახურად მიიჩნევა/მიიჩნეოდა; ვ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არაუმეტეს 4 თვისა; ზ) თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდს, მაგრამ თანამდებობიდან თითოეული დროებით გათავისუფლებისას არაუმეტეს 4 თვისა; თ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების შემთხვევაში − შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდს; |
თავდაცვის კოდექსი article 52 ი) აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფი პირის გამოძახების შემთხვევაში − შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ამ ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს; კ) საქართველოს სახელმწიფო უწყებაში სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება სამხედრო წოდებას გაუთანაბრდა და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩაითვალა. 2. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟში. მუხლი 53. სამხედრო სწავლება 1. საერთაშორისო სწავლება ან/და გაერთიანებული (ეროვნული) სამხედრო სწავლება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სწავლებისა, ტარდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ეროვნულ-სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სამხედრო სწავლება (ძალების მოზიდვით ან ამის გარეშე), რომელშიც სამინისტროს მოსამსახურეებთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეებთან ერთად უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე. |