Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ელექტრონული კომერციის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება − მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების ელექტრონული საშუალებებით, დისტანციურად გაწევა: ა.ა) მომსახურების დისტანციურად გაწევა − ელექტრონული საშუალებებით მომსახურების მხარეთა ერთდროულად დაუსწრებლად გაწევა; ა.ბ) ელექტრონული საშუალებები − ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისა (ციფრული შეკუმშვა და სხვა) და შენახვისთვის და რომლებითაც ხორციელდება მომსახურების დანიშნულების ადგილზე გადაცემა და მიღება სადენების (მათ შორის, ოპტიკური სადენების), რადიოტალღების ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებების გამოყენებით; ა.გ) მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების მიწოდება − მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების ელექტრონული საშუალებებით მიწოდება; ბ) კომერციული შეტყობინება − საქონლის ან/და მომსახურების ელექტრონული საშუალებებით შეთავაზება ან შეტყობინება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობს საქონლის, მომსახურების ან/და ფიზიკური ან იურიდიული პირის პოპულარიზაციას; |
ელექტრონული კომერციის შესახებ article 2 გ) მომსახურების მიმწოდებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას ახორციელებს; დ) მომსახურების მიმღები: დ.ა) ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას პროფესიული ან სხვა მიზნებისთვის (მათ შორის, ინფორმაციის საძიებლად ან მისი ხელმისაწვდომობისთვის) იყენებს; დ.ბ) ფიზიკური პირი, რომელიც პირადი მიზნებისთვის, თავისი ბიზნესსაქმიანობის ან სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობის მიღმა მოქმედებს; ე) შეკვეთა − მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის წარდგენილი მოთხოვნა საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის ან/და მიწოდების თაობაზე; ვ) ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალება − ელექტრონული კომუნიკაციების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა შორის ინდივიდუალური კავშირის დამყარებასა და ინფორმაციის/შეტყობინების გაცვლას/გაზიარებას; ზ) შუალედური მომსახურების მიწოდება − შემდეგი სპეციფიკური საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიწოდება: ზ.ა) ინფორმაციის გატარება − ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარება ან საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფა; |
ელექტრონული კომერციის შესახებ article 2 ზ.ბ) ქეშირება − საკომუნიკაციო ქსელით ინფორმაციის ავტომატური, შუალედური და დროებითი შენახვის მომსახურება, რომლის საშუალებითაც ეს ინფორმაცია ინტერნეტში ეფექტიანად ვრცელდება; ზ.გ) ჰოსტინგი − ინფორმაციის სერვერზე განთავსებისთვის სივრცის გამოყოფის მომსახურება; თ) ელექტრონული ხელშეკრულება − ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული საშუალებებით დადებული ხელშეკრულება; ი) სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო; კ) ფაქტობრივი ცოდნა − სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილებების საფუძველზე მიღებული ცოდნა ინფორმაციის ან ქმედების უკანონოდ ცნობის შესახებ ან შესაძლო უკანონობის თაობაზე; ლ) განმცხადებელი − პირი, რომელიც სააგენტოს მიმართავს მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ ამ პირის ინტერესს. |