FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  80

დაკანონებული გაზომვის საშუალებები.
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის, აგრეთვე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისთვის.
2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:
    ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;
    ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის: ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი; ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი; ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი;
    გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე;
    დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე;
    ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;
    ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;
    ზ) გაზის მრიცხველებისათვის: ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10მ-3/სთ – 10 წელი; ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10მ-3/სთ – 4 წელი;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  80

თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი;
    ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე;
    კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი;
    ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი;
    მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  80

ბ) წყლის ხარჯმზომებისთვის: ბ.ა) ცივი წყლისა – 6 წელი; ბ.ბ) ცხელი წყლისა – 4 წელი; ბ.გ) ცივი და ცხელი წყლისა – 4 წელი;
    გ) ავტომატური სასწორებისთვის – 12 თვე;
    დ) არაავტომატური სასწორებისა  და  მათთან გამოყენებული საწონებისთვის – 12 თვე;
    ე) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;
    ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისთვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;
    ზ) გაზის მრიცხველებისთვის (მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობებისთვის): ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10 მ -3/სთ – 10 წელი; ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით Q MAX >10 მ -3/სთ – 4 წელი;
    თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისთვის – 2 წელი;
    ი) ხმაურმზომებისთვის – 18 თვე;
    კ) სიჩქარის მზომებისთვის – 1 წელი;
    ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის (აქტიური ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის) – 12 წელი;
    მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისთვის – 1 წელი;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  80

ო) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირების ანალიზატორებისთვის − 6 თვე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის. დაკანონებული გაზომვის საშუალების არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში არაპერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება თავად მომხმარებელს ეკისრება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ ი უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები.
5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  80

6. დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.
7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია.