FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები:
    ა) საქართველოს პრეზიდენტი;
    ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
    გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;
    დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;
    ე) საქართველოს მთავრობის წევრი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; ე-1)  (ამოღებულია - 04.04.2019, №4462); ე -2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
    ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ვ -1) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
    ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ -1) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); ზ-2) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708); ზ-3) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;
    თ) საქართველოს სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

თ-1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი;
    ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი; ი -1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე;
    კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; კ -1) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული პირები;\ კ-2) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); კ-3) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708);
    ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

ლ-1) აფხაზეთისა და აჭ არის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები; ლ-2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
    მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; მ-1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; მ-2) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს /საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი;
    ო) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
    პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
    ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
    რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
    ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი;
    ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;
    უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

ფ) მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
    ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973);
    ღ) მოსამართლე;
    ყ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი, 1-2 პუნქტებით განსაზღვრული პროკურორები (გარდა სტაჟიორ-პროკურორისა), აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები, რომლებზედაც არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება;
    შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი;
    ჩ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
    ც) (ამოღებულია - 24.06.2025, №707); ც -1) საქართველოს სახალხო დამცველი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები;
    ჭ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება:
    ა) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
    ბ) სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი;
    გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2

ამ კანონის მიზნებისათვის „საჯარო დაწესებულებაში“ იგულისხმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურისა და საჯარო სამსახურის განმახორციელებელი დაწესებულებები, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.