Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 34 რეზოლუციის პირობები და კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55-1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ეროვნული ბანკი დროისა და სხვა, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით აფასებს, რამდენად არსებობს კერძო სექტორის მიერ ან/და ადრეული ინტერვენციის ზომის ან/და საზედამხედველო ზომების გამოყენების საშუალებით ამ პუნქტით გათვალისწინებული რეზოლუციის საფუძვლების გონივრულ ვადაში სრულად აღმოფხვრის შესაძლებლობა. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 34 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოისმინოს კომერციული ბანკის წინადადებები რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების აღმოფხვრის შესახებ, თუ, ყველა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს საფრთხეს არ შეუქმნის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55-1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას. 3. ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 30-1 მუხლებით გათვალისწინებული ადრეული ინტერვენციის ზომის ან/და საზედამხედველო ზომების გამოყენება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არის. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 34 4. ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან რეზოლუციის რეჟიმი შემოღებულად ჩაითვლება. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომერციულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან შესაბამისი ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებულად ჩაითვლება. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 .2001 წ ., მუხ .125 |