FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ლობისტური საქმიანობის შესახებ

article  8

ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა და ჩამორთმევა.
1. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით.
2. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია:
    ა) დავალების ვადის გასვლა ან მისი შეწყვეტა;
    ბ) დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
3. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის საფუძველია:
    ა) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც გამორიცხავს პირის ლობისტად რეგისტრაციას;
    ბ) ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ანგარიშის წარუდგენლობა;
    გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალდარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის/მოხელის ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის მიმართ, რომელშიც პირი ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში.
ლობისტური საქმიანობის შესახებ

article  8

ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა და ჩამორთმევა. .
4. პირს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთმევა იმ თანამდებობის პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით, რომელმაც მოახდინა მისი ლობისტად რეგისტრაცია. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის შესახებ ეცნობება წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს და პირს, რომელსაც იგი ჩამოერთვა.