FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  73

დასკვნის მომზადება და მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
1. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებებისა და მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასებისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში – გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე.
2. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
    ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს მინდობით აღზრდის მსურველი პირის სურვილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ასაკთან, სქესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
    ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის მისთვის ახლობელ ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდა;
    გ) მინდობით აღმზრდელის ოჯახში ბიოლოგიური შვილებისა და მინდობით აღსაზრდელების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. გამონაკლისი დაიშვება მინდობით აღსაზრდელი დედმამიშვილების ერთად განთავსებისას;
    დ) 10 წლამდე ბავშვის (ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით), 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, გარდა ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებისა;
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  73

ე) დაუშვებელია დედმამიშვილების (და-ძმის, დების ან/და ძმების) დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს;
    ვ) მინდობით აღმზრდელსა და მინდობით აღსაზრდელს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები.
3. მინდობით აღზრდის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.