Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 7 მეზღვაურთა გამოცდა. 1. კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან/და განახლების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს. სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდის შინაარსს, ხანგრძლივობასა და ფორმას, ასევე შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ისინი ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ იგი, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული აღნიშნულ გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 6-ჯერ. თუ მეზღვაური ვერცერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, მას ბოლო გამოცდის დღიდან 6 თვის ვადით შეუწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება. 3. მეზღვაურს უფლება აქვს, მოითხოვოს სერტიფიკატის მიღება იმავე დონის კომპეტენციისათვის, თუ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას უფრო მაღალი დონის კომპეტენციის მისაღებად. ამ შემთხვევაში მეზღვაურის მიერ გამოცდის ჩაბარების ცდა ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ჩაბარებულ გამოცდად. 7. მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობს მოწვეული ექსპერტი. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესი და მათი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. |