FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  37

მხარდამჭერთა სიები.
1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს ცესკო.
3. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:
    ა) სახელი და გვარი;
    ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
    გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
    დ) (ამოღებულია - 02.07.2020, №6723);
    ე) ხელმოწერის თარიღი;
    ვ) ხელმოწერა.
4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი. საქართველოს 2014  წლის 7 მარტის ორგანული  კანონი №2093  - ვებგვერდი, 14.03.2014წ.