Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 49 მოწმის უფლება-მოვალეობანი. 1. მოწმეს უფლება აქვს: ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე; გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა; დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს; ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება. 2. მოწმე ვალდებულია: ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით; ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს; ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი. 3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. |