FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  28

პარლამენტის ბიუროს სხდომა.
1. პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ.
3. პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. პარლამენტის ბიურო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისთვის (უფლებამოსილების დადგენისთვის) განსაზღვრული კვორუმის ნახევრისა.
4. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. პარლამენტის ბიუროს საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. პარლამენტის ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით. პარლამენტის ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  28

5. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე − მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
6. პარლამენტის ბიუროს სხდომას ბიუროს თანხმობით შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები.
7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შეიძლება დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.