Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 27 ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება. 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ორგანიზებას უწევს და შესაბამისი ღონისძიებების მართვას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 2. ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სახანძრო-სამაშველო დანაყოფები გადიან, ხანძარს აქრობენ ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ უპირობო წესით. 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ხანძრის ჩაქრობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში ჩააბას ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალები, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ამ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობას კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 4. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის მართვა ხორციელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 27 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხანძრის ჩაქრობას ტაქტიკურ დონეზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირი, რომელიც მართავს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირად შემადგენლობას და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს/პირებს. 6. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ადგენს იმ ტერიტორიის საზღვრებს, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებები, იღებს გადაწყვეტილებებს ხანძრის ჩაქრობის, აგრეთვე ადამიანების, გარემოსა და ქონების გადარჩენის მიზნით ღონისძიებების განხორციელების შესახებ. 7. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობისა და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული სხვა ძალების/პირების უსაფრთხოებისათვის. 8. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითების შესრულება სავალდებულოა იმ ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირისთვის, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებები. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოქმედებაში ჩარევა ან მისი განკარგულების შეცვლა დაუშვებელია. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 27 9. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადი შემადგენლობა და საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სხვა პირები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უკიდურესი აუცილებლობის ან/და გონივრული რისკის პირობებში მოქმედებდნენ, თავისუფლდებიან მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 10. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |