FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  14

ზიანის დადგენა.
1. დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის  მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა და მიზეზშედეგობრივი  კავშირის არსებობის დადგენა ხორციელდება დემპინგური იმპორტის მოცულობის, აგრეთვე დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენისა და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე გავლენის ანალიზის საფუძველზე.
2. ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ვარაუდებსა და დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, არამედ იმ ფაქტს, რომ გარემოებების ცვლილებით შექმნილი სიტუაციის შედეგად დემპინგით მისაყენებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარა და გარდაუვალია. 3.  შესწავლის  ორგანო,  დემპინგური  იმპორტის გარდა,  აანალიზებს მისთვის ცნობილ სხვა ფაქტორებს, რომლებიც იმავდროულად ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას. თუ ადგილობრივ ინდუსტრიას დემპინგურ იმპორტთან ერთად ზიანს აყენებს სხვა, დემპინგური იმპორტისგან დამოუკიდებელი ფაქტორები, ამ ფაქტორებით გამოწვეული ზიანის დემპინგურ იმპორტთან დაკავშირება დაუშვებელია.