FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  161

უკუდაბეგვრა.
1. დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება:
    ა) საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში;
    ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა;
    გ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 164-1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა;
    დ) ამ კოდექსის 164-1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა.
2. ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება:
    ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  161

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს);
    გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნისთვის − პირი, რომელიც საქონელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში აქცევს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას:
    ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე;
    ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე;
    გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე; გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  161

დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: დ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე; დ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
6. დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით არ იბეგრება:
    ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  161

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის გადაცემა.