FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  25

აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა.
1. ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველი კომპანია უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს:
    ა) ახორციელებდეს პორტფელის მართვას;
    ბ) ახორციელებდეს რისკების მართვას.
2. ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველმა კომპანიამ დამატებით შესაძლებელია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები:
    ა) ადმინისტრირება: ა.ა) საინვესტიციო ფონდის მართვისთვის საჭირო სამართლებრივი და საბუღალტრო მომსახურება; ა.ბ) ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა; ა.გ) შეფასება და ფასის დადგენა, მათ შორის, საგადასახადო დეკლარირება; ა.დ) მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი; ა.ე) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება; ა.ვ) მოგების განაწილება; ა.ზ) ერთეულების გამოშვება და გამოსყიდვა; ა.თ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორება; ა.ი) ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
    ბ) ერთეულების შეთავაზება;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  25

გ) საინვესტიციო ფონდის (გარდა UCITS-ისა) აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობა, კერძოდ, მომსახურება, რომელიც საჭიროა აქტივების მმართველი კომპანიის ფიდუციური ვალდებულებების შესასრულებლად, ობიექტების/შენობა-ნაგებობების მართვა, უძრავი ქონების ადმინისტრირება, კაპიტალურ სტრუქტურაზე, საწარმოო სტრატეგიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა, შერწყმასა და შესყიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და სხვა მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო ფონდისა და იმ კომპანიების  თუ სხვა აქტივების მართვასთან, რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა განახორციელა ინვესტიცია.
3. რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შეიძლება იყოს: ა)  „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  25

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა.
4. ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შესაძლებელია იყოს:
    ა) საინვესტიციო პორტფელების მართვა ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ დისკრეციულად მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, აგრეთვე ნებაყოფლობითი კერძო ინდივიდუალური და ჯგუფური საპენსიო სქემების და დაგროვებითი საპენსიო სქემების მართვა;
    ბ) საინვესტიციო რჩევის მიცემა;
    გ) საინვესტიციო ფონდების ერთეულების შენახვა და ადმინისტრირება;
    დ) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  25

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის გარდა, აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება საქართველოში სხვა საქმიანობის განხორციელება. აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი ფილიალის მეშვეობით საქართველოში განახორციელოს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება.
6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საბროკერო მომსახურების გაწევისთვის ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.