FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

პენიტენციური კოდექსი

article  120

ხანმოკლე პაემანი.
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
    ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
    ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
პენიტენციური კოდექსი

article  120

გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
    დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
    ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
3. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.
6. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხდება მისი თანხმობის შემთხვევაში.
პენიტენციური კოდექსი

article  120

7. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წერილობით მიეწოდება. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
8. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ორგანიზებას უწევს ხანმოკლე პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს იმავე დღეს უნდა მიეწოდოს.
9. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
10. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
პენიტენციური კოდექსი

article  120

13. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
14. გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა.
15. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
პენიტენციური კოდექსი

article  120

11. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ახორციელებს ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
პენიტენციური კოდექსი

article  120

12. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში  მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას ითავსებს. ბრალდებულს/ მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან მოქალაქეობის არმქონე პირია, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან. იმ სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ აქვს, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან, რომელმაც მისი ინტერესების დაცვა საკუთარ თავზე აიღო, ან იმ სახელმწიფოთაშორის ორგანოსთან, რომელიც მის ინტერესებს იცავს.