Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 246 საერთო კრების ექსკლუზიური კომპეტენცია სხვა საკითხებთან დაკავშირებით. 1. საერთო კრების ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება გადაწყვეტილებების მიღება შემდეგ საკითხებზე: ა) კოოპერატივის წესდებაში ცვლილების შეტანა; ბ) კოოპერატივის იურიდიული მისამართის შეცვლა; გ) კოოპერატივის საფირმო სახელწოდების შეცვლა; დ) პაის გაზრდა; ე) დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შემოღება ან გაფართოება შესაბამისი პაის მფლობელის თანხმობით; ვ) კოოპერატივის ინვესტორი წევრის მიღება ან მისი ხმის უფლების განსაზღვრა; ზ) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაზრდა; თ) პაის დაყოფა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. საერთო კრების გადაწყვეტილებები ამ მუხლით გათვალისწინებულ იმ საკითხზე, რომლითაც წესდებაში ცვლილება შედის, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. 4. საერთო კრების გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ძალაში შედის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. |