FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  36

საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება.
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება განისაზღვრება „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციით, ამ კოდექსითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილია:
    ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჰაერო ხომალდის აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა და სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლების გარეთ დაფრენის შესახებ;
    ბ) ფრენის დროს ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საწვავის დაცლის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების საჰაერო ხომალდიდან გადმოყრის შესახებ;
    გ) ფრენის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ბრძანებები საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიმართ;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  36

დ) საჰაერო ხომალდის, მასზე მყოფი პირებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საჰაერო ხომალდზე დადგენილი წესრიგის შენარჩუნებისათვის მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შებოჭვის საშუალება (პლასტიკური ხელბორკილი და სხვა) იმ პირის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება მის მითითებებს და რომლის ქმედება საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს ან ქონებას ან არღვევს საჰაერო ხომალდზე დადგენილ წესრიგს, ასეთი პირი უახლოეს აეროდრომზე დაფრენისთანავე ჩამოსვას საჰაერო ხომალდიდან და სათანადო ორგანოებს გადასცეს;
    ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო ქვეყნის აეროდრომზე, თუ არსებობს ფრენის უსაფრთხოების დარღვევის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევით;
    ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით დადოს ხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების დაცვის, საჰაერო ხომალდის შენარჩუნების, მგზავრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  36

ზ) ფრენის დროს ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სათანადოდ არ დაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმმართველი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
    თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ბრძანებებსა და მითითებებს, თუ მიიჩნევს, რომ მათი შესრულება საფრთხეს უქმნის ფრენას. საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია ამის თაობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს აცნობოს.
3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მუხლი 37. აეროდრომების, ვერტოდრომებისა და აეროპორტების კლასიფიცირება 1. საუწყებო დაქვემდებარების მიხედვით აეროდრომები და ვერტოდრომები იყოფა სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებად და ვერტოდრომებად.
2. სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებისა და ვერტოდრომების მიმართ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ხდება საჰაერო სივრცის კლასიფიცირება და დგინდება შესაბამისი საჰაერო სივრცე და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობა.
3. აეროპორტს/ვერტოდრომს საერთაშორისო აეროპორტის/ვერტოდრომის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.