Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პოლიციის შესახებ article 38 სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრი; ზ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; თ) უცხოელი/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; |
პოლიციის შესახებ article 38 ი) პირი, რომელმაც მისი, როგორც კანდიდატის, შემოწმების შემდეგ უარყოფითი შეფასება მიიღო; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა; ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3346 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. |