Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 206 ტურიზმის შესახებ საცნობარო ლიტერატურის შემოტანა. ამ კოდექსის 191-ე მუხლის პირველი−მე-13 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საცნობარო ლიტერატურის შემოტანა: ა) უსასყიდლოდ გასავრცელებლად განკუთვნილი დოკუმენტი (სარეკლამო ფურცელი, ბროშურა, წიგნი, ჟურნალი, გზამკვლევი, პლაკატი (ჩარჩოთი ან ჩარჩოს გარეშე), ფოტოსურათი (ჩარჩოს გარეშე), გადიდებული ფოტოსურათი, რუკა (ილუსტრირებული ან ილუსტრაციის გარეშე), მინაზე გასაკრავი გამჭვირვალე პლაკატი, ილუსტრირებული კალენდარი),რომლის ძირითადი მიზანია ადამიანის უცხო ქვეყანაში ვიზიტის წახალისება, კერძოდ, მისი კულტურულ, ტურისტულ, სპორტულ, რელიგიურ, სავაჭრო ან პროფესიულ შეხვედრაზე ან სხვა ღონისძიებაზე დასწრება, თუ ამ დოკუმენტის (ლიტერატურის) სარეკლამო ხასიათი თვალსაჩინოა და მისი არაუმეტეს 25% (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციული სარეკლამო მასალაა; ბ) ოფიციალური ტურისტული სააგენტოს მიერ ან მისი ეგიდით გამოცემული, უსასყიდლოდ გასავრცელებელი უცხოური სასტუმროების ჩამონათვალი, ყოველწლიური ცნობარი, უცხო ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის განრიგი, თუ მისი (ლიტერატურის) არაუმეტეს 25% (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციული სარეკლამო მასალაა; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 206 გ) ოფიციალური ეროვნული ტურისტული სააგენტოს მიერ აკრედიტებული წარმომადგენლობისთვის ანდანიშნული აგენტისთვის მიწოდებული საცნობარო მასალა, რომელიც გასავრცელებლად არ არის განკუთვნილი, კერძოდ, ყოველწლიური ცნობარი, ტელეფონის ან ტელექსის ნომრების ჩამონათვალი, სასტუმროების ჩამონათვალი, გამოფენა-გაყიდვების კატალოგი, უმნიშვნელო ღირებულების ხელნაკეთი ნივთის ნიმუში, ლიტერატურა მუზეუმების, უნივერსიტეტების, გამაჯანსაღებელი და მსგავსი დაწესებულებების შესახებ. |