FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საპატენტო კანონი

article  75

საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“.
1. საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“, იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.
2. იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს. მუხლი 75-1. საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, საერთაშორისო განაცხადს აქვეყნებს მისი ქართული თარგმანის წარდგენისთანავე.