Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 10 დამცავი და შემაკავებელი ორდერები. 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. 1-1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. 1-1 პუნქტით დადგენილი წესი, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აფასებს ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკს და ამ რისკის სიმძიმის მიხედვით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ; ბ) შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. 2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 10 3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. 31. შემაკავებელ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; გ-1) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი; დ) ამ მუხლის 3-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს. 32. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე. შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; ბ) მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 10 გ) მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; დ) მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს; ე) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების საკითხს; ვ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს; ზ) მოძალადისთვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მისი შეძენისთვის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; თ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 10 33. თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი. 3-1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. 35. შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 36. შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. 37. შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 10 ა.ბ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის, დარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით; ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ა.დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს (შემდგომ − სსიპ − „112“), თუ შემაკავებელი ორდერი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას ითვალისწინებს; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. 38. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. 39. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად; |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 10 5. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას. 6. თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს. 7. დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 10 მუხლი 10-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. აღნიშნული საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. 3. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, აგრეთვე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს. 4. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ მითითება შემაკავებელ ორდერში კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელი ორდერის გამოცემისას წესდება. ამასთანავე, გამოიცემა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი და იგი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად მისი სასამართლოსთვის 24 საათის ვადაში წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ ამ ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. 5. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პირებს. 6. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი მსხვერპლი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. 7. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით. 8. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება: ა) ამ ოქმის გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ ოქმის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი; დ) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ; ე) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი; ვ) მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე; ზ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება; თ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ; ი) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევის ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობის ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გადაცემული ელექტრონული საშუალების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოძალადის გაფრთხილების თაობაზე; კ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად. 9. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა. 10. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, რომლის მიმართაც გამოიცა ეს ოქმი. 11. თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ ამ ოქმის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი. 12. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი ამოქმედდება გამოცემისთანავე. ეს ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის 1 ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო 1 ეგზემპლარი ამ ოქმის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. 13. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე რეაგირების მიზნით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის, დარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით; გ) სსიპ − „112“-ს, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით. 14. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის გადაცემული ელექტრონული საშუალება შედგება ელექტრონული სამაჯურისა და მიმღები აპარატისგან. ამ ელექტრონული საშუალების დაზიანება ან განადგურება იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 15. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესებს, მათ შორის, იმ გეოგრაფიული ზონების (ბუფერული ზონისა და საგანგაშო ზონის) პარამეტრებს, სადაც აკრძალულია მსხვერპლთან მიახლოება, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის წესს და სხვა საკითხებს. 16. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრება ადგილზე შეუძლებელია, პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადე გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში. პოლიციაში იძულებით მიყვანისას მოძალადეს განემარტება: ა) პოლიციაში მიყვანის საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მოძალადის სურვილის შემთხვევაში, მისი პოლიციაში მიყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. 17. მოძალადის პოლიციაში მიყვანისას დგება პირის მიყვანის შესახებ ოქმი. ამ ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ცნობები მოძალადის შესახებ; მოძალადის პოლიციაში მიყვანის დრო და საფუძველი. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი თანამდებობის პირი და მოძალადე. თუ მოძალადე ოქმის ხელმოწერაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ ოქმში მიეთითება. 18. მოძალადე პოლიციაში უნდა დაყოვნდეს ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრებისთვის საჭირო, გონივრული ვადით. მისი პოლიციაში მიყვანის საერთო ვადა 6 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მოძალადის მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 19. პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოძალადის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოცემისას პოლიცია უფლებამოსილია ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში დაიბაროს. მოძალადის ამ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მისი ძებნა ქვეყნის მასშტაბით. 20. პოლიცია უფლებამოსილია მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიებები. 21. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მოძალადეს/მსხვერპლს ეკრძალება ელექტრონული საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მოძალადე/მსხვერპლი ვალდებულია მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ წინასწარ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით განსაზღვრულ პერიოდში დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება ჩერდება მოძალადის/მსხვერპლის საქართველოში დაბრუნებამდე. 22. მოძალადის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას. აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდება, დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შეჩერების საფუძველია. 23. მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევით მიახლოებისას სსიპ − „112“-ის მოსამსახურე ვალდებულია მოძალადეს დაუკავშირდეს და მსხვერპლთან შემთხვევით შეხვედრის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს. მოძალადე ვალდებულია შეასრულოს სსიპ − „112“-ის მოსამსახურის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 24. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება იწვევს მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 25. გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება სასამართლოსთვის მიმართვის გზით ვადამდე შეიძლება გაუქმდეს: ა) ვითარების შეცვლის გამო, მათ შორის, მოძალადის მძიმე ავადმყოფობის გამო, თუ შეცვლილი ვითარება გამორიცხავს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს; ბ) თუ მსხვერპლი პოლიციას მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით. 26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია სასამართლოს მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით. სასამართლო ამ მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს აღნიშნულ საკითხს. 27. უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემაკავებელი ორდერის გაუქმება, მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალება იწვევს გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების ავტომატურ გაუქმებას. 28. პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების მოხსნის მიზნით იგი დაიბაროს ან ამ მუხლის მე-16−მე-18 პუნქტების შესაბამისად გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში. 29. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების მიზნით დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის შედეგად მოპოვებული მონაცემი, მოძალადესთან/მსხვერპლთან კომუნიკაციის ამსახველი მონაცემი. 30. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა. |