FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  68

სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება.
1. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა ან უკანონო ძოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 500 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 700 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 200 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  68

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 000 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
6. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 400 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 400 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.