Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ზოგადი განათლების შესახებ article 25 საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში. 1. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 2. საქართველოს მთავრობა: ა) სამინისტროს მიერ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს; ბ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს: ბ.ა) ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს; ბ.ბ) შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში კერძო სკოლის დაფინანსების წესსა და პირობებს; ბ.გ) „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესს“; გ) ადგენს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის საფასურებს დაჩქარებული წესით გაცემისა და დუბლიკატის გაცემისათვის; დ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას; ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას. |