Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მობილიზაციის შესახებ article 10 მოქალაქეთა მოვალეობანი. 1. მოქალაქეები მოვალენი არიან: ა) მობილიზაციის დროს კომპეტენტური სამსახურის გამოძახებით გამოცხადდნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება; ბ) შეასრულონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მიღებული, სამობილიზაციო უწყებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) მობილიზაციის დროს გადასცენ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის ქონება, შემდგომი სათანადო ანაზღაურებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მობილიზაციისა და ომის დროს მოქალაქენი დადგენილი წესით შეიძლება ჩაბმულ იქნენ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის წარმოებულ სამუშაოთა შესრულებაში. 3. მოქალაქეებს მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის დროის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |